”ანჩისხატი არის ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მადლის მომნიჭებელი სიწმიდე, ამიტომაც მის წინაშე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა.”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დაიბრუნებს, აწყურის ღმრთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღმრთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება, როგორღა გაბრწყინდება საქართველო?
 
წმ. ბერი გაბრიელი

ერთად დავუბრუნოთ დედაეკლესიას ანჩისხატი!
მუზეუმში დატყვევებული სიწმიდეების წინაშე 2008 წლის 29 აგვისტოდან (ანჩისხატობიდან) მუდმივად მიმდინარეობს სადღეღამისო ლოცვა, ხოლო ყოველ ოთხშაბათს და კვირას საღამოს 7 სთ-ზე ერის კეთილდღეობისთვის სავედრებელი ლოცვა და გალობანი. აქ დაბრძანებულია სალიტანიო ანჩისხატი და მამა გაბრიელის საბერო სამოსი (მუზეუმი მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, ყოფ. ცეკავშირის წინ).

ეწვიეთ ანჩისხატის გვერდს: www.anchiskhati.ge